დაკავება განზრახ მკვლელობის ბრალდებით

01 ოქტომბერი 2023, 12:02 615 ნახვა

დაკავება განზრახ მკვლელობის ბრალდებით ჩოხატაურში - სამართალდამცველებმა  წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 28 წლის კაცი დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, 28 სექტემბერს ბრალდებულმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლისუბანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 23 წლის კაცს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში