აქცია კომპენსაციის მოთხოვნით 

01 ოქტომბერი 2023, 14:50 930 ნახვა

აქცია საკუთრების დაბრუნების მოთხოვნით - აღმაშენებლის ქუჩაზე შეკრებილი მოსახლეობა ირწმუნება, რომ 2006 წელს მიწა უკანონოდ ჩამოართვეს და ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსები ააშენეს.  დაზარალებული ოჯახი საკუთრების დაბრუნებას 16 წელია ითხოვს, დავა სასამართლოში მიმდინარეობს. ოჯახის მტკიცებით, ორ ინსტანციაში დავა მათ სასარგებლოდ დასრულდა. ახლა ისინი კომპენსაციას ითხოვენ.

ამბობენ, რომ მერიასა და კომპანია „ედელვაისს“ შორის  ხელშეკრულება კორპუსის მშენებლობამდე გაფორმდა, რომლის თანახმადაც 2 ათას 500 კვ.მ-ზე აშენებულ მრავალსართულიან სახლში მერიას 15 პროცენტი უნდა მიეღო  და ახლა დაზარალებული ოჯახი კომპენსაციის სახით სწორედ ამ ბინების მიღებას ითხოვს.

საპასუხოდ, ბათუმის მერიაში განმარტავენ, რომ საკითხთან დაკავშირებით გრძელდება სამართლებრივი დავა, მისი დასრულების შემდეგ კი გადაწყდება ოჯახის საკითხიც.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში