მწვანე ტბიდან მაშველებმა კაცის ცხედარი ამოიტანეს

01 ოქტომბერი 2023, 15:02 789 ნახვა

ხულოში, მწვანე ტბიდან მაშველებმა კაცის ცხედარი ამოიტანეს.  55 წლის ხულოს მკვიდრი ტბაში 28 სექტემბერს გაუჩინარდა. მაშველები მას ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ მწვანე ტბაში, რომლის მაქსიმალური სიღრმეც 19 მეტრამდეა. 

ადგილობრივების თქმით, კაცი გაუჩინარებამდე ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში