დღეიდან სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას და ძლიერ ნალექს პროგნოზირებენ

02 ოქტომბერი 2023, 10:01 700 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, ღამის საათებში საქართველოს აღმოსავლეთ და შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ხოლო დღისით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

3 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რეგიონებში შენარჩუნდება წვიმა,ზოგან ძლიერი, ხოლო შავი ზღვის სანაპირო რაიონებში და კოლხეთის დაბლობზე შესაძლებელია ძალიან ძლიერი. ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში