უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 38 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

02 ოქტომბერი 2023, 10:01 691 ნახვა

გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 38 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა 10 სარაკეტო და 89 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 39-ჯერ გახსნეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი იერიში უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა.  გასული ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 30 ე.წ. კამიკაძე-დრონი. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 16 გაანადგურეს.

კიევსა და უკრაინის კიდევ რამდენიმე ოლქში ღამის განმავლობაში, სარაკეტო თავდასხმების გამო, საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. ოკუპანტებმა დრონების გამოყენებით შეუტიეს ხერსონის ოლქის ქალაქ ბერისლავს. ვრცელდება ცნობები მსხვერპლის შესახებ. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში