ესპანეთში ღამის კლუბში გაჩენილმა ხანძარმა 13 ადამიანი იმსხვერპლა

02 ოქტომბერი 2023, 10:09 559 ნახვა

13 ადამიანი დაიღუპა ესპანეთის  სამხრეთ-აღმოსავლეთში ქალაქ მურსიას ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ამის შესახებ მურსიას მერმა  ჟოზე ბალესტამ  საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.  მაშველები ამ დრომდე ეძებენ ხანძრის შედეგად  უგზოუკვლოდ დაკარგულ ადამიანებს. 

ესპანეთის ეროვნული პოლიციის წარმომადგენელმა  ჟურნალისტებს განუცხადა გარდაცვლილები იპოვეს  ფონდა მილაგროსის ღამის კლუბში, რომელიც მიმდებარედ მდებარე სამი ღამის კლუბიდან  ერთ-ერთია. იგი  ხანძრის შედეგად ყველაზე მეტად დაზიანდა და მისი სახურავი ჩაინგრა. 

გამომძიებლებმა მაღალი ტემპერატურისა და  სახურავის ჩამონგრევის საფრთხის გამო  ინციდენტის ადგილზე ვერ განახორციელეს საგამოძიებო მოქმედებები. ქალაქში სამდღიანი გლოვა გამოცხადა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში