საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო ასპარეზზე სახელმწიფოს ინტერესებს დიდი ხანია, არ იცავს - თეა წულუკიანი

02 ოქტომბერი 2023, 15:44 604 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო ასპარეზზე სახელმწიფოს ინტერესებს დიდი ხანია, არ იცავს, ის არ მუშაობს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა განაცხადა.

თეა წულუკიანი განმარტებით,  პრეზიდენტს ჰგონია, რომ თავისი კონკრეტული, ინდივიდუალური აზრები საერთაშორისო ასპარეზზეა გამოსაფენი.

„მან როდესაც მოგვმართა ნებართვით, მიიღო უარი და მთავრობამ არ გასცა ნებართვა საერთაშორისო ვიზიტების განხორციელებაზე. ეს სწორედ ამის გამო იყო – ჩვენ ხშირად მოვისმინეთ, რომ პრეზიდენტის აზრით, თურმე ჩვენი ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებს. რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანი ამას ამბობს, მას არ აქვს ან არ სურს, ჰქონდეს წარმოდგენა, რას აკეთებს მთავრობა. არ სურს, ჰქონდეს წარმოდგენა, რამხელა შრომა გასწიეს საკანონმდებლო ორგანომ და საპარლამენტო უმრავლესობამ. არც ეს უნდა, რომ იცოდეს. პრეზიდენტს ჰგონია, რომ თავისი კონკრეტული, ინდივიდუალური აზრები საერთაშორისო ასპარეზზეა გამოსაფენი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში