უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 35 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

03 ოქტომბერი 2023, 10:02 547 ნახვა

გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 35 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა 8 სარაკეტო და 47 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 27-ჯერ გახსნეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი იერიში უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 4 დრონი გაანადგურეს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების იერიში ლიმანსკის, მარინკას, შახ- ტარსკისა და ზაპოროჟიას მიმართულებით მოიგერიეს. მათივე ინფორმაციით, გრძელდება კონტრ-იერიში მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით.

გასულ ღამეს უკრაინის სამხრეთ ოლქებში საჰაერო განგაში ჩაირთო. მოსახლეობა დრონებით შესაძლო თავდასხმის შესახებ გააფრთხილეს. დაიბომბა ასევე სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში