ბათუმში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

03 ოქტომბერი 2023, 12:34 593 ნახვა

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. 

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქთან შემოერთებულ რამდენიმე ლოკაციაზე დაფიქსირდა მიწის მასის მსუბუქი ჩამოშლაც.

უწყებაში ცხადებენ, რომ ინტენსიურად ხორციელდება ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდითი სამუშაოები, ასევე იწმინდება სანიაღვრე არხები და ცხაურები. მათივე განმარტებით, ამ დროისთვის ქალაქში სტაბილური მდგომარეობაა. მერიის შესაბამისი სამსახურები განაგრძობენ უწყვეტ რეჟიმში მუშაობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში