მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლა მიმდინარეობს - ქობულეთის მერია

03 ოქტომბერი 2023, 14:54 737 ნახვა

მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლა მიმდინარეობს. დილიდან განახლდა დატბორილი და დაზიანებული მონაკვეთების მოწესრიგების სამუშაოები. დაიტბორა ცენტრალური ბაზრის ტერიტორია - ინფორმაციას ამის შესახებ ქობულეთის მერია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში მობილოზებული იყო ყველა სამსახური. შესაბამისი სამსახური ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებდა.

ასევე განმარტავენ, რომ ძლიერმა წვიმამ სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მეწყერული პროცესები გამოიწვია. მათივე თქმით, ამ ეტაპზე სამი ოჯახი უსაფრთხო ადგილას არის გაყვანილი. არსებული მდგომარეობის შესწავლის შემდეგ დაიწყება ზარალის დათვლა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში