ბათუმში, ხელვაჩაურსა და ჩაქვში ბუნებრივი გაზი 6 ოქტომბრამდე გათიშულია 

04 ოქტომბერი 2023, 12:00 792 ნახვა

უხვი ნალექის გამო ბათუმის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს, ჩაისუბანსა და  სახალვაშოს, ასევე დაბა ჩაქვის ნაწილს ამ ეტაპისთვის გაზი არ მიეწოდება. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, მიზეზი დაზიანებული მაგისტრალური მილსადენია. ყოროლის წყლის ადიდების გამო კომპანიის წარმომადგენლები დაზიანებულ ლოკაციამდე ვერ მიდიან.

შესაბამისად სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება წყლის დონის კლებაზეა დამოკიდებული.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, გაზმომარაგების აღდგენა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე 6 ოქტომბერს დილის 10 საათიდან დაიწყება. რიგებია თხევადი გაზის პუნქტებთან.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში