ქობულეთში, სოფელ ქვედა კვირიკეში საავტომობილო ხიდი და გზა ჩაინგრა

04 ოქტომბერი 2023, 13:59 870 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვედა კვირიკეში, ადიდებულმა მდინარემ, საავტომობილო ხიდი და გზა ჩაანგრია. ამ დროისთვის ხიდზე გადაადგილება შეუძლებელია, მოსახლეობა ალტერნატიული გზით სარგებლობს.

მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად მიყენებულ ზიანს, მეორე დღეა  სტიქიის სალიკვიდაციო კომისია ითვლის.

ორი დღის განმავლობაში ქობულეთში, სოფლებთან დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზებზე, 10-მდე მეწყერული კერა დაფიქსირდა.

როგორც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, გზების უმეტესი ნაწილი გაწმენდილია. მათივე განმარტებით, სოფელ ზედა კვირიკეში, ციხისძირში და სახალვაშოში 8 ერთეული ტექნიკა მუშაობს. 

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, სოფელ ქობულეთიდან, გვარადან და ქაქუთიდან სამი ოჯახის ალტერნატიულ საცხოვრებელში გადაიყვანა გახდა საჭირო. ჯამში, მერიის სტიქიის სალიკვიდაციო კომისიის ცხელ ხაზზე 150-ზე მეტი შეტყობინებაა შესული.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში