ბუნებრივი აირის მიწოდება ხვალიდან ეტაპობრივად დაიწყება

04 ოქტომბერი 2023, 20:08 861 ნახვა

უხვი ნალექის გამო ბათუმის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს, ჩაისუბანსა და  სახალვაშოს, ასევე დაბა ჩაქვის ნაწილს ამ ეტაპისთვის გაზი არ მიეწოდება.

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, მიზეზი დაზიანებული მაგისტრალური მილსადენია.

მათივე ინფორმაციით, გაზის მიწოდება ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილზე ადრე, ხვალ, 5 ოქტომბერს, დილის 11 საათიდან დაიწყება. კომპანიის განმარტებით ქუჩები ეტაპობრივად ჩაირთვება და ეს პროცესი შესაძლოა 7 ოქტომბრამდე გაგრძელდეს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში