ძიუდოში საქართველოს ბათუმელი ჩემპიონი ევროპის თასისთვის ემზადება

05 ოქტომბერი 2023, 14:04 1058 ნახვა

თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ძიუდოში კადეტთა შორის, 46 კილოგრამ წონით კატეგორიაში, აჭარის ნაკრების წევრმა საბა ბოლქვაძემ ხუთი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. მან ჩემპიონატის საუკეთესო ტექნიკური ძიუდოისტის თასიც მოიპოვა.

მალე კადეტთა შორის ევროპის თასის გათამაშება გაიმართება. საბა ბოლქვაძე მონაწილეობას მიიღებს შესარჩევ ტურნირში.

წარმატების შემთხვევაში ის კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში