დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა მიხეილ კალანდიამ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა

05 ოქტომბერი 2023, 16:22 542 ნახვა

ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა მიხეილ კალანდიამ, პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა.

ადვოკატის განცხადებით, მიხეილ კალანდიას მიმართ ქართულმა სასამართლოებმა პოლიტიკური ძალების ზეგავლენის შედეგად, გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. სწორედ აქედან გამომდინარე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი უნდა შეიწყალოს.

მიხეილ კალანდიას ქვეყნის სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს პატიმრობა მისჯილი, გიორგი მენაბდეს 10 წლითა და 6 თვის ვადით. რაც შეეხება გიორგი ჯანაშიას, რომელსაც ოთხწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, მან პენიტენციური დაწესებულება საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში