რუსულმა ძალებმა სოფელი გროზა დაბომბეს - დაიღუპა 49 ადამიანი

05 ოქტომბერი 2023, 17:36 729 ნახვა

რუსულმა ძალებმა ხარკოვში, კუპიანსკის რაიონის სოფელ გროზაში სამოქალაქო ობიექტი დაბომბეს, წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 49 ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე თქმით, დაშავებულია 6 ადამიანი, ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

"რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს კაფესა და მაღაზიას კუპიანსკის რაიონის სოფელ გროზაში, სადაც უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა, შემთხვევის ადგილზე მაშველები ამ დრომდე მუშაობენ. ამ დროისთვის ნანგრევებიდან ამოყვანილია 49 დაღუპული ადამიანის, მათ შორის 6 წლის ბიჭის ცხედარი“, - აცხადებს სინეგუბოვი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში