აქცია გამოსახლების წინააღმდეგ 

05 ოქტომბერი 2023, 20:04 697 ნახვა

ქობულეთში, ბეჟანიძეების გამოსახლების პროცესი სამი კვირით გადაიდო. საბანკო დავალიანების გამო ოჯახის საცხოვრებელი სახლი, "პროკრედიტ ბანკმა" 2016 წელს აუქციონზე გაყიდა.

სახლი 85 ათას დოლარად მეუფე იაკობმა იყიდა და მოგვიანებით, 2022 წელს კერძო პირზე გადაყიდა.

სახლის ახალ მეპატრონეს ბეჟანიძეები ორასი ათას დოლარს სთავაზობენ, რასაც ის არ თანხმდება.

ბეჟანიძეები ხელისუფლებას სახლის მეპატრონესთან შუამდგომლობას და დახმარებას სთხოვენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში