ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაბახტევთან დამაკავშირებელი ხიდი ჩაინგრა

06 ოქტომბერი 2023, 11:39 616 ნახვა

ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაბახტევთან დამაკავშირებელი ხიდი ჩაინგრა.

მდინარე ჭერათხევზე გამავალი ხიდი გუშინ საღამოს ჩაინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობენ მერიის შესაბამისი სამსახურები, დილიდან მიმდინარეობს ხიდის დემონტაჟი. გზაზე მოეწყო მოძრაობის შემაკავებელი ბარიერები.

ხიდის აღდგენამდე მოსახლეობა სოფელ ნაბახტევთან დამაკავშირებელი მოქმედი ალტერნატიული ხიდით ისარგებლებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში