2024 წელს, საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის m&i Tbilisi 2024-ის მასპინძელი ქვეყანა იქნება

06 ოქტომბერი 2023, 11:45 972 ნახვა

2024 წელს საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის m&i Tbilisi 2024-ის მასპინძელი ქვეყანა იქნება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ფორუმის მენეჯმენტმა ერთხმად მიიღო.

"მიმდინარე წლის ზაფხულში, საქართველომ “აღმოაჩინე საქართველო m&i-სთან ერთად” უმასპინძლა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საერთაშორისო ფორუმის მაღალ დონეზე ჩატარებამ განაპირობა ის, რომ 2024 წელს საქართველოში საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი გაიმართება.

საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს 4 დღის განმავლობაში ევროპიდან და დიდი ბრიტანეთიდან 100-ზე მეტი ბიზნეს-ტურიზმის სფეროში მოღვაწე (ე.წ Buyer) ორგანიზაციების წარმომადგენლები და მსხვილი ტურისტული კომპანიები ეწვევიან. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებს 150-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ დაამყარონ მჭიდრო კავშირი მოწინავე ბიზნეს-ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებთან“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში