მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ირანელ უფლებადამცველ, ნარგეს მოჰამადს გადაეცა

06 ოქტომბერი 2023, 14:00 563 ნახვა

2023 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ირანელ უფლებადამცველ ნარგეს მოჰამადის გადაეცა.

კომიტეტის თქმით, პრემია ირანში ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლისა და ზოგადად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების ხელშეწყობისთვის ბრძოლისთვის დაიმსახურა.

ნარგეს მოჰამადს ირანის რეჟიმმა 154 როზგი და 31 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ასევე 13-ჯერ დააპატიმრა.

ნობელის პრემიის მფლობელი ამჟამად ციხეშია. გამარჯვებული 351 ნომინანტიდან შეირჩა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში