გონიო-აფსაროსის და პეტრას ციხის სამუზეუმო სივრცეების განახლების სამუშაოები

06 ოქტომბერი 2023, 14:18 713 ნახვა

გონიო-აფსაროსის და პეტრას ციხის სამუზეუმო სივრცეების განახლების სამუშაოები დაიწყო.  თანამედროვე ტიპის სამუზეუმო სივრცეში არქეოლოგიური ექსპედიციების დროს აღმოჩენილი არტეფაქტები განთავსდება. 

ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 750 ათასი ლარია გაწერილი და რეაბილიტაციის პროცესი 2024 წლის ივნისში დასრულდება.

პარალელურად მიმდინარეობს გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექურული კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული ხის შენობის განახლება და მის ნაცვლად ახალი, რომაული ეპოქის შესაბამისი ხის შენობის აშენება. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში