შეხვედრა განათლების სამინისტროში 

06 ოქტომბერი 2023, 14:18 657 ნახვა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს გასული თეატრალური სეზონის მიღწევებზე, სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე.

შემოქმედებითი ჯგუფი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა საფრანგეთიდან, სადაც მსოფლიო თეატრების მასშტაბურ ფესტივალში  მონაწილეობდა და ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლი “საიდანაც მზე მოდიოდა“ წარადგინა.

დასის წევრების განცხადებით, წარმატებული საფესტივალო ჩვენებების გარდა ვიზიტის ფარგლებში დამყარდა მნიშვნელოვანი კავშირები სამომავლო თანამშრომლობისთვის. შარლევილის ფესტივალის გარდა იყო თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო ფესტივალები.

მინისტრთან შეხვედრაზე სამივე ფესტივალის შედეგები შეაჯამეს, ასევე  დაიგეგმება საგასტროლო პროგრამა მაღალმთიან აჭარაში. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში