შეხვედრა მოსახლეობასთან

04 მარტი 2017, 00:00 1741 ნახვა

სანიაღვრე სისტემისა და განათების მოწესრიგება, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები და შიდა გზებზე ქვიშა ბეტონის დაგება - ეს ის მთავარი პრობლემები იყო, რომელზეც მერისის მოსახლეობამ ქედის გამგებელთან შეხვედრისას ისაუბრა. დავით დუმბაძემ განაცხადა რომ დასახელებული პრობლემები 2017 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული და სოფლის ცენტრების კეთილმოწყობის პროგრამით მოგვარდება. ეს უკვე მეხუთე თემია, სადაც გამგებელმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.

ამავე კატეგორიაში