სარაგბო კლუბმა "ბათუმმა“ საქართველოს რაგბი დიდი 10-ის 2023-24 წლების სეზონში პირველი მარცხი განიცადა

07 ოქტომბერი 2023, 17:05 767 ნახვა

სარაგბო კლუბმა "ბათუმმა“ საქართველოს რაგბი დიდი 10-ის 2023-24 წლების სეზონში პირველი მარცხი განიცადა. ირაკლი ნინიძის გუნდი მე-4 ტურის შეხვედრაში შინ ქუთაისის „არესთან“ 22:27 დამარცხდა.

მასპინძლებისგან ლელოს დადება, ამიერ ჰენდრიქსმა, ედვინ სასმა და ანზრო სიჭინავამ მოახერხეს, ორი გარდასხვა და ერთი ჯარიმა კი მამუკა ნინიძემ შეასრულა ზუსტად. სტუმართაგან კი გატანილი ლელოთი თავი, რატუ პენი ტუმბუნამ, ნიკა ძნელაძემ და ნგლენ თაკაუტინიმ გამოიჩინეს, ხოლო სამი გარდასხვა და ორი ზუსტად შესრულებული ჯარიმა ბონდო აბაშიძის ანგარიშზეა.

ამ დროისთვის სარაგბო კლუბი „ბათუმი“ რაგბი დიდი 10-ის სატურნირო ცხრილში 14 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ბათუმელები 15 ოქტომბერს სტუმრად ბოლნისის „ყოჩებთან“ გამართავენ.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში