ქართველების მდგომარეობა ისრაელში 

07 ოქტომბერი 2023, 18:08 662 ნახვა

ღაზას სექტორიდან სარაკეტო შეტევის გამო ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქვეყნის სამხრეთიდან ცენტრამდე აშკელონიდან შდეროთი; ბეერ შევა; თელ-ავივის ჩათვლით - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია ავრცელებს და მოქალაქეებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ განგაშის სიგნალის ჩართვის შემთხვევაში უსაფრთხოების ზომებს მიმართონ.

უნდა შეხვიდეთ სპეციალურ დაცულ სივრცეში, თავშესაფარში, დაკეტოთ კარ-ფანჯრები; შენობის გარეთ ყოფნისას - იმ შემთხვევაში თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი ან არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები; ავტომობილში ყოფნის შემთხვევაში გააჩერეთ მანქანა, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში.

თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები; დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება; სხვა ინსტრუქციის არ არსებობის შემთხვევაში განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა; დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება.

ტურისტული მიზნით ისრაელში მყოფმა პირებმა თავი უნდა შეიკავოთ სასტუმროდან გამოსვლისგან და ტურისტული ტურებისგან. თვალყური უნდა ადევნოთ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში