ქართველების მდგომარეობა ისრაელში 

08 ოქტომბერი 2023, 12:04 558 ნახვა

გამთენიისას რამდენიმე საათის განმავლობაში ე.წ ბუნკერში ყოფნა მოუწიათ მოქალაქეებს, მათ შორის იყვნენ ქართველი ემიგრანტებიც. საგანგაშო სირენის ჩართვის შემდეგ მათ თავი თავშესაფრებს შეაფარეს.

როგორც ჩვენი რესპოდენტები გვიყვებიან, ტერორისტები პოლიციის ფორმებში არიან გადაცმულები და მშვიდობიან მოქალაქეებს სახლის კარზე თითქოს და დახმარების მოტივით უკაკუნებენ, შემდეგ კი ხვრეტენ. მათივე ინფორმაციით ბოლო რამდენიმე საათია თელავივში სიმშვიდეა.

ისრაელში საქართველოს საელჩომ 4 ქართველთან დაკავშირებით, რომელებიც ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ინფორმაცია გაავრცელა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში