დასავლელი ლიდერების მხარდაჭერა ისრაელს

08 ოქტომბერი 2023, 14:05 525 ნახვა

ამ ტრაგედიის მომენტში მინდა ვუთხრა მსოფლიოს და ტერორისტებს, რომ შეერთებული შტატები დგას ისრაელის გვერდით - ამის შესახებ ჯო ბაიდენმა განაცხადა. ისრაელს სოლიდარობას უცხადებს გერმანიაც, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრიც აცხადებს რომ ჰამასის ტერორი ისრაელის წინააღმდეგ მთელი რეგიონისთვის გაუთვლელ საფრთხეს  წარმოადგენს. 

მთელი მსოფლიო გმობს ტერორს და მეორე დღეა ვრცელდება განცხადებები სხვადასხვა ლიდერის მიერ, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ ისრაელს და მხარეებს შეტევითი ოპერაციების შეჩერებისკენ მოუწოდებენ.

ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტმაც ისაუბრა ისრაელის ომზე, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მათ ძალიან კარგად ესმით რას ნიშნავს ტერორისტული თავდასხმა, რადგან ამას თავისი მოქალაქეებიც განიცდიან.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში