ეს ისრაელის 9/11-ია - გაეროში ისრაელის ელჩი

09 ოქტომბერი 2023, 10:18 571 ნახვა

ღაზაში  ისრაელელებზე  თავდასხმები სამხედრო დანაშაულია - ამის შესახებ  გაეროში ისრაელის ელჩმა  განაცხადა.

გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრის დაწყების წინ  ბრიფინგზე ისრაელის წარმომადგენელმა მომხდარს ისრაელის 11 სექტემბერი უწოდა და განაცხადა, რომ ისრაელი ყველაფერს გააკეთებს, რათა მძევლად მყოფი მისი შვილები  უკან სახლში დააბრუნოს. 

ერდანის თქმით,   დროა ჰამასის სამხედრო ინფრასტრუქტურა  მიწასთან გასწორდეს. 

გაეროში ისრაელის ელჩი  საერთაშორისო თანასაზოგადოებას  ისრაელის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და ჰამასის  სამხედრო დანაშაულის ერთსულოვნად დაგმობას მოითხოვს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში