ჟენევაში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ჰამასის თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნას

09 ოქტომბერი 2023, 14:05 557 ნახვა

ჟენევაში გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს სხდომაზე ადამიანის უფლებათა საბჭოში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ისრაელზე თავდასხმისა  და ავღანეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. საბჭოს რამდენიმე წევრის გარდა, ყველა ფეხზე წამოდგა. პალესტინის წარმომადგენელი სხდომას არ ესწრებოდა.  

ისრაელის თავდაცვის  არმიის  განცხადებით,  ღაზის სექტორში მისი საჰაერო დარტყმების და საარტილერიო ცეცხლის შედეგად  მთელი ღამის განმავლობაში 500-ზე მეტი სამიზნეა  განადგურებული,  რომელიც ჰამასის დაჯგუფებას და ისლამურ ჯიჰადს ეკუთვნოდა.

განცხადების თანახმად,  ავიაგამანადგურებლებმა, ვერტმფრენებმა და არტილერიამ  დარტყმები მიიტანეს  653 ტერორისტულ ობიექტზე, ჰამასის 7 სამეთაურო ცენტრსა და ისლამური ჯიჰადის სამეთაურო ცენტრზე. 

პალესტინის ჯანდაცვის წარმომადგენლების მონაცემებით,  ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმების შემდეგ დაიღუპა 413  და დაშავდა 2 ათას 300 ადამიანი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში