ქართველების მდგომარეობა ისრაელში

09 ოქტომბერი 2023, 20:02 553 ნახვა

ოფიციალური ინფორმაციით, ისრაელში საქართველოს 120 000 მოქალაქე ცხოვრობს. ჩვენი რესპოდენტები გვიყვებიან, რომ გუშინდელი ღამე შედარებით  მშვიდი იყო თელავივში, თუმცა დღეს რამდენიმე ქალაქში საჰაერო განგაში იყო.

საქართველოს მოქალაქეებმა ვიდეო მიმართვა გაავრცელეს, სადაც სპეციალური რეისების დანიშვნას ითხოვენ საქართველოს მიმართულებით. 

რაც შეეხება საელჩოს განცხადებას - ლაშა ჟვანიას ინფორმაციით არ ყოფილა შემთხვევა, რომ საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარი და ღამის გასათევი არ ჰქონოდათ.

მისივე თქმით, თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით 5 რეისი შესრულდა და მომდევნო დღეებში, რეისები კვლავ განხორციელდება.

ლაშა ჟვანიას განცხადებითვე საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზეა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში