ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება

10 ოქტომბერი 2023, 11:45 554 ნახვა

ისრაელის თავდაცვის ძალების პრეს-სპიკერის განცხადებით,  სამხედროები  მომავალი სამხედრო ოპერაციებისთვის  ინფრასტრუქტურას აწყობენ. მისი თქმით, ღაზას სექტორის საზღვარზე 3 ათას 500 ჯარისკაცი განლაგდება. ისრაელი ღაზის სექტორში ჰამასის შეჭრისა და სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ მასშტაბურ სახმელეთო ოპერაციას განახორციელებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერისადმი მიმართვაში აღნიშნა, რომ ღაზის სექტორზე საჰაერო თავდასხმები "მხოლოდ დასაწყისია". ისრაელის თავდაცვის ძალებმა გასული დღის განმავლობაში ასობით ჯარისკაცი ევროპიდან ისრაელში დააბრუნა, რათა ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ომში იბრძოლონ.

ისრაელის თავდაცვის ძალები უკვე  სრულად აკონტროლებენ ღაზის საზღვარს, თუმცა აღიარებენ, რომ ტერორისტების მცირე რაოდენობა კვლავ იმალება ისრაელის ტერიტორიაზე.

ისრაელი პალესტინელებს მოუწოდებს, ღაზის სექტორი დატოვონ და ეგვიპტეს შეაფარონ თავი. ისრაელმა წუხელ ღაზაში მდებარე „ჰამასისა“ და სხვა ბოევიკების დაჯგუფების 200-მდე სამიზნეს დაარტყეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში