ისრაელმა მოიერიშე თვითმფრინავებით ღაზაში 70-ზე მეტი ობიექტს დაარტყა - ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1200-ს მიაღწია, ღაზაში 900-ს გადააჭარბა

11 ოქტომბერი 2023, 09:50 610 ნახვა

ისრაელი, „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ, ღაზის სექტორზე იერიშებს განაგრძობს. გამთენიისას, ისრაელის არმიამ სექტორის დარაჯა ტუფაჰის რაიონში, ათობით მოიერიშე თვითმფრინავით, 70-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა.

თავდაცვის ძალების ცნობით, ეს ის ტერიტორიაა, საიდანაც ისრაელის წინააღმდეგ დიდი რაოდენობით თავდასხმა ხორციელდება. 

"განადგურდა ტერორისტული ინფრასტრუქტურა, რომელსაც ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური ჯიჰადი“ იყენებდა“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელის ჯარისკაცებმა აშკელონში ცეცხლსასროლი იარაღით სროლისას სამი ტერორისტი მოკლეს.

ჰამასის ინფორმაციით, გასულ ღამეს, ისრაელის სარაკეტო დარტყმების შედეგად ღაზაში, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა

ბოლო მონაცემებით, ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1200-ს მიაღწია, ხოლო ღაზაში 900-ს. მსხვერპლთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო და ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში