უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 108 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

11 ოქტომბერი 2023, 09:44 536 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში 108 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსი ოკუპანტები გააქტიურდნენ ავდეევსკის მიმართულებით რამდენიმე დასახლებულ პუნქტთან, თავს დაესხნენ კუპიანსკის, ლიმანსკის და ბახმუტსკის მიმართულებით.

"ავდეევსკის მიმართულებით, მტერმა, სამ ბატალიონამდე, ტანკებისა და ჯავშანტექნიკის მხარდაჭერით, გააძლიერა შეტევითი ოპერაციები დონეცკის ოლქის ავდეევკას, ტონენკის, კერამიკისა და პერვომაისკის რაიონებში. ჩვენმა დამცველებმა მოიგერიეს მტრის ყველა შეტევა და თავიდან აიცილეს ხაზებისა და პოზიციების დაკარგვა“-აცხადებენ გენშტაბში.

გენშტაბის ინფორმაციით, ბახმუტის მიმართულებით დამცველებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები დონეცკის ოლქის კლიშჩეევკასა და ანდრეევკას რაიონებში. ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდასხმის ოპერაციებს დონეცკის ოლქის ბახმუტის სამხრეთით და წარმატებული იყვნენ კლეშჩეევკას აღმოსავლეთით და ანდრეევკას აღმოსავლეთით.

მათივე ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციას მელიტოპოლის მიმართულებით, გააუმჯობესეს ტაქტიკური ვითარება რობოტინოს დასავლეთით, ზაპოროჟიეს რაიონში, ზარალს აყენებენ დამპყრობლებს ცოცხალი ძალითა და აღჭურვილობით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში