12 ოქტომბრისთვის ჩაინიშნა დამატებითი რეისი, თუკი მოთხოვნა იქნება ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, შესაძლოა, დავამატოთ ფრენა - ლაშა ჟვანია

11 ოქტომბერი 2023, 10:03 465 ნახვა

ინფორმაცია, თითქოს უკვე დანიშნული რეისები გაუქმდა, ტყუილია, ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც ჩვენს მოქალაქეებში იწვევს პანიკურ ქმედებებს, - ამის შესახებ, ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, 11 და 12 ოქტომბერს არის დანიშნული დამატებითი ავიარეისები, მოთხოვნის შემთხვევაში კი, რეისის დამატებასაც განიხილავენ.

"როგორც ვიცით, 11 ოქტომბერს დამატებითი რეისია დანიშნული, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან საქართველოში, ისევე, როგორც 12 ოქტომბრისთვის ჩაინიშნა დამატებითი რეისი. ვნახავთ, თუკი მოთხოვნა იქნება, ასევე 13 რიცხვშიც ვისაუბრებთ რეისის დამატებაზე. დღეს ისრაელის ავიახაზებმა, როგორც საქართველოს ავიახაზებმა შეასრულეს ორი რეისი. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება თითქოს უკვე დანიშნული რეისების გაუქმებაზე, ტყუილია და საფუძველი არ აქვს. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ინფორმაციისგან, რომელიც დაზუსტებული არ არის, საფუძველს მოკლებულია, ხოლო ჩვენს მოქალაქეებში ისრაელში იწვევს გარკვეულ პანიკურ ქმედებებს“, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში