ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ ტელეფონით ისაუბრეს

11 ოქტომბერი 2023, 11:48 517 ნახვა

ისრაელის პრემიერ მინისტრმა აშშ-ს პრეზიდენტს დაურეკა,  ეს უკვე მესამე  სატელეფონო ზარია ბოლო 4 დღის განმავლობაში. ბაიდენმა დაგმო ჰამასი, პალესტინური დაჯგუფების მიერ ისრაელზე მოულოდნელ თავდასხმას  აბსოლუტური ბოროტების აქტი უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ  აშშ მხარს უჭერს  ისრაელს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის წუხს  ათასზე  მეტი ადამიანის მკვლელობის გამო, რომელთა შორის მინიმუმ 14 ამერიკელია. თეთრი სახლის განცხადებით, ვაშინგტონი რაც შეიძლება  სწრაფად შეასრულებს ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების დამატებით მოთხოვნებს. ბაიდენმა პირობა დადო, რომ ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა რკინის გუმბათისთვის  საბრძოლო მასალას შეავსებს და რეგიონში გააორმაგებს შეერთებული შტატების სამხედრო ყოფნას.

პენტაგონმა  ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში გადაიყვანა ავიამზიდ ჯერალდ ფორდის დამრტყმელი ჯგუფი და გააძლიერა მოიერიშე თვითმფრინავების წარმომადგენლობა. ამერიკული საბრძოლო მასალით პირველი თვითმფრინავი უკვე დაეშვა ისრაელის ავიაბაზაზე. ჰამასმა  დაგმო აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადება და განაცხადა, რომ  იგი მიზნად ისახავს დაძაბულობას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში