ნაადრევი ქორწინება - ტრენინგი

11 ოქტომბერი 2023, 14:10 854 ნახვა

11 ოქტომბერი გოგონათა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ქედის ქალთა ოთახისა და გენდერული საბჭოს ორგანიზებით დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ტრენინგი ჩაუტარდათ.

ტრენინგი გოგონათა ნაადრევ ქორწინებას, განათლების მიღების შესაძლებლობას, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, სხვადასხვა ტიპის ჩაგვრასა და დისკრიმინაციას შეეხებოდა. მოეწყო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში