საქართველოს მოქალაქეები ისრაელში

11 ოქტომბერი 2023, 20:05 591 ნახვა

ისრაელში არსებული საომარი ვითარების გამო ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებული ქართველების შესახებ. 24 საათიან რეჟიმში მუშაობს საკონსულოს ცხელი ხაზი. საომარი ვითარებიდან გამომდინარე ისრაელში ყველა კლინიკა და სამედიცინო დაწესებულება საგანგებო რეჟიმზეა გადასული.

ღაზას სექტორთან, ცხელ წერტილთან ყველაზე ახლოს მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობენ ქართველი ანესთეზიოლოგებიც, რომლებსაც დაშავებული და დაჭრილი პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად უწევთ ბრძოლა.

ამბობენ, რომ პირველი დღე იყო უმძიმესი და ყველაზე მეტი დაშავებული და დაჭრილი კლინიკაში სწორედ ამ დღეს შემოიყვანეს.

ასევე, ადგილობრივები გაფრთხილებულები არიან, რომ შესაძლოა ''ჰამასის''  დაჯგუფებამ გატაცებული მძევლების წამების ამსახველი ვიდეო კადრები გაავრცელონ და ისრაელის მთავრობა მოუწოდებს მოსახლეობას არ აყვნენ პანიკას და არ შეუწყონ ხელი ამ კადრების გავრცელებას. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში