14 წლის მოკლული გოგონას დედას და ბიძას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

12 ოქტომბერი 2023, 11:08 595 ნახვა

საგარეჯოში მოკლული 14 წლის  გოგონას დედას და ბიძას წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიღო. ორივე მათგანს არასრულწლოვნის ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ადანაშაულებენ. დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. 

პროკურატურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ თავისუფლება აღუკვეთა, თუმცა აითაჯ შახმაროვამ გაპარვა მოახერხა და დედას დაუკავშირდა.

მომხდარი გაიგო ბიძამაც, მიუხედავად ამისა, ორივე მათგანმა მოზარდი აიძულა გამტაცებელთან დაბრუნებულიყო, რაც საბოლოოდ გოგონას განზრახ მკვლელობით დასრულდა. რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ, დაკავებულია მკვლელობაში ბრალდებულიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში