აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისრაელში გაემგზავრა

12 ოქტომბერი 2023, 11:04 557 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰამასის ბოევიკების თავდასხმის,  მძევლების აყვანის და ისრაელის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვის შემდეგ  ისრაელში გაემგზავრა. ბლინკენის ვიზიტი მიზნად ისახავს  პალესტინასთან უფრო მასშტაბური ომის თავიდან აცილებას. 

ისრაელში გაფრენის წინ  ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იმუშავებს აშშ-ის რეგიონულ  მოკავშირეებთან, რათა უზრუნველყოს ჰამასის ტყვეობაში მყოფი 100-ზე მეტი ადამიანის გათავისუფლება, რომელთა შორის   შესაძლოა  ამერიკის მოქალაქეები იყვნენ.

კითხვაზე, ურჩია თუ არა ვაშინგტონმა ისრაელს ღაზაში მოსალოდნელი სახმელეთო ოპერაციის წინ თავშეკავება საპასუხო ქმედებებში, ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელი პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს და ცდილობს თავიდან აიცილოს მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან მსხვერპლი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში