“შენი მომავალი”

05 მარტი 2017, 00:00 2448 ნახვა

„შენი მომავალი - შსს-ს აკადემია“ - ამ სახელწოდების პროექტის განხორციელება დაიწყო შსს-მ. პროექტის ფარგლებში, აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე და აკადემიის წარმომადგენლები ქვეყნის რეგიონებსა და ქალაქებში, მათ შორის  ბათუმში აბიტურიენტებს შეხვდნენ. მათ საჯარო სკოლების უფროსკლასელ მოსწავლეებს აკადემიის საქმიანობა და სასწავლო პროგრამები გააცნეს. პროექტის მიზანი სამართლის საბაკალავრო პროგრამისა და საპოლიციო რეგულირების სფეროში საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამის პოპულარიზაციაა.

ამავე კატეგორიაში