ევროპარლამენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტები ისრაელში ჩავიდნენ

13 ოქტომბერი 2023, 17:01 561 ნახვა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ისრაელში ჩავიდნენ.

„ჩამოვედი ისრაელში ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად, რათა გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა ისრაელელი ხალხის მიმართ „ჰამასის“ საშინელი ტერაქტის შემდეგ“, - დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში.

რობერტა მეცოლას თქმით საჭიროა „ჰამასის შეჩერება.

„ჩვენ აქ ვართ სოლიდარობის გზავნილით მას შემდეგ, რაც ისრაელმა საშინელი ტერორისტული თავდასხმა განიცადა. ტერორი ვერ გაიმარჯვებს. ჩვენ როგორ ვუპასუხებთ მნიშვნელოვანია. ჩვენ შეგვიძლია და ჩვენ უნდა შევაჩეროთ „ჰამასი“, - განაცხადა რობერტა მეცოლამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში