ვითარება ისრაელში

14 ოქტომბერი 2023, 15:02 591 ნახვა

ამბები ომის ცხელი წერტილებიდან შემზარავია. გასულ დღეს ომს სააგენტო როიტერის ოპერატორი ესამ აბდულა ემსხვერპლა. ეს მოხდა ლიბანის საზღვარზე, მაშინ როდესაც ისრაელის თავდაცვა ჰეზბოლას სადამკვირვებლო საპასუხო იერიშს ახორციელებდა.

ისრაელის მხარე აღნიშნავს, რომ შემთხვევას გამოიძიებენ, თუ რეალურად რა მოხდა სამხრეთ ლიბანში. 24 საათიანი ვადა, რომელიც ისრაელმა ღაზის სექტორის სამხრეთით მცხოვრებლებს დაუწესა უკვე იწურება და შესაბამისად მოსახლეობასაც დაწყებული აქვს ევაკუაციის პროცესი.

პალესტინური მხარე სწორედ ევაკუაციის პროცესს ეხმიანება და ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ღაზის სექტორში ისრაელის ავიაციის მიერ, ევაკუირებული მოქალაქეების კოლონა დაიბომბა, რის შედეგადაც სულ მცირე 70 ადამიანი დაიღუპა, 200-მდე კი დაშავდა.

აქვე ისრაელი აცხადებს, რომ საევაკუაციო დერეფნები დღეს ადგილობრივი დროით დილის 10 საათიდან შუადღის 4 საათამდე იქნება, რომლითაც მოქალაქეები ჩრდილოეთ ზოლის დატოვებას შეძლებენ. 

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში