ვითარება ისრაელში

14 ოქტომბერი 2023, 18:00 539 ნახვა

უკვე 1 კვირაზე მეტია მსოფლიო ახალ საომარ კერას ადევნებს თვალს. თუ გასული თითქმის 2 წლის განმავლობაში დღის მთავარი თემა უკრაინაში განვითარებული მოვლენები იყო, ახლა მეორე ფრონტი უკვე ისრაელსა და ღაზაშია. 

1900-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი ღაზის სექტორში, მათ შორის 614 ბავშვია, ხოლო ისრაელში 1300-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ დარტყმები რომლებსაც ჰამასის წინააღმდეგ ახორციელებენ მხოლოდ დასაწყისია. 350 ათასზე მეტი ადამიანი დევნილია და საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე ეს რიცხვი ყოველწუთიერად იზრდება.  

ამბები ომის ცხელი წერტილებიდან შემზარავია. ოჯახის წევრები ტყვეების გათავისუფლებას ითხოვენ, ისრაელის თავდაცვის ცნობით მათი რიცხვი 120-ს აჭარბებს. 

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში