საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი 4-0 დაამარცხა

15 ოქტომბერი 2023, 18:57 976 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე შინ კვიპროსის ნაკრებს დაუპირისპირდა და 4-0 გაიმარჯვა.

პირველი ტაიმი თანაბარი თამაში გამკვიდა და ლოგიკური ანგარიშით 0-0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მალევე 46-ე წუთზე გაიტანა. კვარაცხელია დატრყმას მცველები გადაეღობნენ, გადმოვარდნილ ბურთზე კი შორეული დარტყმით კიტეიშვილმა ანგარიში გახსნა.

58-ე წუათზე ჩაკვეტაძემ კვარაცხელიას კარგი გადაცემა გაუკეთა და ანგარიში 2-0 გახდა.

მატჩის მიწურულს 82-ე წუთზე კვარაცხელიას საგოლე გადაცემის შემდეგ ცვლილებებაზე შემოსულმა შენგელიამ  ანგარიში 3-0 გახადა.
კომპენსირებულ დროში კი გიორგი მიქაუტაძემ პენალტი ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში 4-0 დააფიქსირა.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრები 7 ქულას აგროვებს და ჯგუფში მეოთხე ადგილს იკავებს.

ვილი სანიოლის გაწვრთნილ ნაკრებს ნოემბრის თვეში 2 შეხვედრა ელოდება. 16 ნოემბერს  შინ შოტლანდიასთან და შემდეგ 19 ნოემბერს გასვლაზე ესპანეთთან.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში