ბრიუსელში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

17 ოქტომბერი 2023, 10:28 763 ნახვა

ბელგიაში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ბრიუსელში მოხდა.

როგორც სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, არაბულ ენაზე მოლაპარაკე მამაკაცი ამბობს, რომ მან თავდასხმა ღვთის სახელით განახორციელა. თავდამსხმელი ვიდეოში „ალაჰ აკბარს“ ყვირის.

თავდასხმის შემდეგ ბრიუსელში ტერორისტული საფრთხის დონე ოთხამდე, უმაღლეს დონემდე გაიზარდა.

ბელგიის პრემიერის ცნობით, ბრიუსელში სროლის შედეგად დაღუპული ორი ადამიანი შვედეთის მოქალაქეები არიან. 

ბრიუსელში მომხდარი სროლის გამო, ბელგიის დედაქალაქში მიმდინარე „ევრო 2024“-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ბელგია-შვედეთს შორის შეწყდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში