ბრიუსელში შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია

17 ოქტომბერი 2023, 10:09 414 ნახვა

ბრიუსელში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ ბელგიის პრემიერ მინისტრმა, გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

ალექსანდერ დე კროოს განცხადებით, ბელგიაში მომხდარი თავდასხმა, იყო ტერორისტული აქტი, ვინაიდან თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც განაცხადა, რომ იგი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრია. ვიდეოს გამოქვეყნებიდან მალევე მოხდა მისი ადგილსამყოფელის დადგენა, სპეც-ოპერაციის შედეგად ტერორისტი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.

ეჭვმიტანილი 45 წლის ტუნისელი მამაკაცი იყო, რომელმაც თავშესაფარი ბელგიაში 2019 წლის ნოემბერში ითხოვა.

შეგახსენებთ, რომ  გუშინ ბრიუსელის ცენტრში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით შეიარაღებულმა პირმა შვედეთის საფეხბურთო ნაკრების ორი გულშემატკივარი მოკლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში