ირანის საგარეო მინისტრის განცხადება

17 ოქტომბერი 2023, 10:10 522 ნახვა

წინააღმდეგობის ლიდერები ნებას არ მისცემენ ისრაელს, გააკეთოს ღაზაში ყველაფერი, რასაც მოისურვებს, უახლოეს საათებში შესაძლოა ველოდოთ წინააღმდეგობის ფრონტის პრევენციულ ქმედებას, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. 

ყველა ვარიანტი ღიაა და ჩვენ არ შეგვიძლია გულგრილი ვიყოთ ღაზაში მცხოვრები ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულების მიმართ.

წინააღმდეგობის ფრონტს შეუძლია აწარმოოს გრძელვადიანი ომი მტერთან” - აღნიშნა მინისტრი. მისი თქმით, წინააღმდეგობის ფრონტი მხოლოდ ლიბანში „ჰეზბოლით“ არ შემოიფარგლება.

„ეს ფრონტი ჩამოყალიბდა მთელ რეგიონში, რათა შეინარჩუნოს ერების დამოუკიდებლობა და დაუპირისპირდეს სიონისტური რეჟიმის მხრიდან აგრესიას“, - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ნატალია კიკვაძე
ტექნიკური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში