ვლადიმერ პუტინი პეკინში ვიქტორ ორბანს შეხვდა

17 ოქტომბერი 2023, 14:19 660 ნახვა

„მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ გეოპოლიტიკურ პირობებში კონტაქტების შენარჩუნებისა და ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები ძალზე შეზღუდულია, არ შეიძლება არ გამოიწვიოს კმაყოფილება იმან, რომ ჩვენი ურთიერთობა ევროპის მრავალ ქვეყანასთან ნარჩუნდება და ვითარდება, ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა უნგრეთი“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა პეკინში უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა.

ორბანმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ უნგრეთს არასოდეს სურდა რუსეთთან დაპირისპირება.

„იყო რთული შეხვედრები, მაგრამ არასდროს ისეთი რთული, როგორც  ეს. უნგრეთს არასოდეს სურდა რუსეთთან დაპირისპირება, პირიქით, უნგრეთის მიზანი ყოველთვის იყო საუკეთესო კონტაქტების დამყარება და გაფართოება და ჩვენ ეს მოვახერხეთ“, - აღნიშნა ორბანმა.  

ვლადიმერ პუტინისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრა ფორუმის - „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ - ფარგლებში გაიმართა.

ორბანი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან ერთადერთი ლიდერია, რომელიც აღნიშნულ ფორუმს დაესწრება.

ნატალია კიკვაძე
ტექნიკური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში