გაერო-ს ცნობით, ღაზის სექტორში, ლტოლვილთა ბანაკში მდებარე სკოლაზე საჰაერო თავდასხმის დროს სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა

17 ოქტომბერი 2023, 21:23 489 ნახვა

სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა ღაზის სექტორში, ალ-მაღაზის ლტოლვილთა ბანაკში, სკოლის შენობაზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს – ამის შესახებ ინფორმაციას „გაერო-ს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტო პალესტინელი ლტოლვილებისთვის“ ავრცელებს.

დაშავებულია ათეულობით ადამიანი და მათი რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება.

„ეს აღმაშფოთებელია და კიდევ ერთხელ გამოხატავს უხეშ უგულებელყოფას მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის მიმართ. ღაზაში არცერთი ადგილი აღარ არის უსაფრთხო, არც გაერო-ს ობიექტები. სულ მცირე 4 000-მა ადამიანმა შეაფარა თავი სკოლაში მოწყობილ თავშესაფარს. მათ არ ჰქონდათ და არ აქვთ სადმე წასასვლელი“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაერო-ს სააგენტოს ინფორმაციით, სკოლის შენობა ისრაელის ავიაიერიშების დროს დაიბომბა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში