პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით ღაზაში საავადმყოფოზე იერიშის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა

17 ოქტომბერი 2023, 22:24 649 ნახვა

ღაზის ცენტრში მდებარე საავადმყოფოზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, წინასწარი მონაცემებით სულ მცირე 500 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ბევრი ადამიანი კვლავ რჩება ნანგრევების ქვეშ.

„ახალი სამხედრო დანაშაული, ღაზის ცენტრში მდებარე „ალ-აჰლი არაბის” საავადმყოფოს დაბომბვისას. დაბომბვის შედეგად ალ-შიფას სამედიცინო კომპლექსში ათობით დაშავებული მივიდა. აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალში ასობით პაციენტი, დაჭრილი და ავიადარტყმების გამო იძულებით გადაადგილებული ადამიანი იყო განთავსებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში